1. წესების დებულებათა მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში ევალებათ: სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
2. წესების დებულებათა მოთხოვნების დაუცველობა ტრანსპორტის მუშაკთა, მგზავრთა და სხვა პირთა მხრიდან, თუ იგი განაპირობებს ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობის შეფერხებას ან მოშლას – გამოიწვევს დისციპლინარულ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ცალკეულ პირთა მიერ მიწისზედა სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკისადმი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეგნებულად ხელის შეშლა ან აშკარა უპატივცემლობა მგზავრების და ტრანსპორტის მუშაკთა მიმართ, კვალიფიცირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად და განისჯება შესაბამისი კანონით.
4. სხვადასხვა დარღვევათა შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით
“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 23.10.2000
მუხლი 27. კონტროლი შესრულებაზე, პასუხისმგებლობა
მთავარი მონაცემები
- სასჯელი შესაბამისი კანონით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ტარიფები, მგზავრობის ღირებულების გადახდის წესი
- მუხლი 22. ტარიფების შეცვლის (გადასინჯვის) პირობები და პერიოდულობა
- მუხლი 23. გადამზიდავთა გარანტიები ტარიფების დაუსაბუთებელი ცვლისას
- მუხლი 24. შეღავათები კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის საწარმოთათვის
- მუხლი 25. ენა, ათვლის დრო და ინფორმაცია
- მუხლი 26. მუშაობა საგანგებო სიტუაციებში
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი) მგზავრთა მომსახურების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, მუხლი 27, №34, 23.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51556/muxli-27/