(ა) ნებისმიერი განცხადება „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტს სიმძლავრის გამოყოფის შესახებ „ინტელსატ“-ს წარედგინება ხელმომწერის მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია არ ექვემდებარება მხარის იურისდიქციას, მაშინ განცხადებას წარადგენს სათანადოდ უფლებამოსილი სატელეკომუნიკაციო ერთეული.
(ბ) შეთანხმების X მუხლის თანახმად მმართველთა საბჭოს მიერ დადგენლი პირობებსა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ხელმომწერს უნდა გამოეყოს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის სიმძლავრე, ხოლო თუ ტერიტორია არ შედის მხარის იურისდიქციაში, მაშინ სიმძლავრე გამოეყოფა განცხადების წარმომდგენ, სათანადოდ უფლებამოსილ სატელეკომუნიკაციო ერთეულს.
გ) ყოველი ხელმომწერი ან სატელეკომუნიკაციო ერთეული, რომლისთვისაც ხდება სიმძლავრის გამოყოფა ამ მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად, პასუხისმგებელია ამ გამოყოფასთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში თუ მხარემ, რომელმაც დაასახელა ეს ხელმომწერი, არ აიღებს პასუხისმგებლობას იმ სიმძლავრეებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყო ყველა ან იმ მიწისზედა სადგურისათვის, რომელსაც არ ფლობს ან არ მართავს ეს ხელმომწერი