(ა)„ინტელსატ“-ის მიერ მოთხოვნილი აპარატურისა და მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტი უნდა გაფორმდეს შეთანხმების XII მუხლის, ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლის დ მმართველთა საბჭოს მიერ დადგენლი პროცედურების, ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებებით. წინამდებარე მუხლი შეეხება იურიდიული პირს მიერ მოწოდებულ მომსახურებებს.
(ბ) მმართველთა საბჭოს თანხმობა საჭიროა:
(i) იმ კონტრაქტებისათვის საჭირო სატენდერო მოთხოვნის ან მოწვევების გაცემამდე, რომელთა ღირებულება შესაძლოა 500 000 აშშ დოლარს აღემატებოდეს;
(ii) ისეთი კონტრაქტის გაფორმებამდე, რომლის ღირებულება 500 000 აშშ დოლარს აღემატება.
(გ) ქვემოთ მოცემულ რომელიმე შემთხვევაში მმართველთა საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქონლისა და მომსახურეობის მიწოდებაზე საერთაშორისო ტენდერის მოწვევის გარეშე:
(i) როდესაც კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50000 აშშ დოლარს ან ნებისმიერ უფრო მაღალ ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსაზღვროს ხელმომწერთა კრებამ მმართველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე;
(ii) მაშინ, როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში საჭიროა მიწოდების სწრაფი უზრუნველყოფა, როდესაც საქმე ეხება „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის საექსპლუატაციო სიცოცხლისუნარიანობას.
(iii) მაშინ, როდესაც მოთხოვნა აშკარად ადმინისტრაციული ხასიათისაა და ყველაზე კარგად შეესაბამება ადგილობრივი მიწოდების პირობებს.
(iv) მაშინ, როდესაც არსებობს „ინტელსატ“-ის სპეციფიკაციების დაკმაყოფილების ერთადერთი წყარო ან როდესაც მიწოდების წყაროთა რიცხვი ისე მკაცრადაა შეზღუდული, რომ „ინტელსატ“-ისათვის მიზანშეწონილი არაა ამ ხარჯების გაწევა და არც დროის დაკარგვა ღია საერთაშორისო ტენდერის მოსაწვევად, იმ პირობით, რომ თუ არსებობს ერთზე მეტი მიწოდების წყარო ყველა მათგანს თანაბარი უფლებები ექნება ფასების შეთავაზების შესაძლებლობის თვალსაზრისით.
დ) ამ მუხლის (ა) პუნქტში მითითებული მიწოდება, წესები, მოთხოვნები და პირობები დროულად და სრულად უნდა ეცნობოს მმართველთა საბჭოს. ნებისმიერი მმართველის მიერ წამოყენებული მოთხოვნის შემთხვევაში, მმართველთა საბჭოს უნდა შეეძლოს მოიპოვოს ნებისმიერი სახის საჭირო ინფორმაცია ყველა კონტრაქტთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მმართველს მიეცეს შესაძლებლობა მოიხსნას თავისი პასუხისმგებლობა - როგორც მმართველმა
მუხლი 16. მოწოდება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 10. ოვერდრაფტები და სესხები
- მუხლი 11. გამოსარიცხი ხარჯები
- მუხლი 13. საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კავშირი
- მუხლი 14. მიწისზედა სადგურის დამტკიცება
- მუხლი 15. კოსმოსური სეგმენტის სიმძლავრის გამოყოფა
- მუხლი 17. გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია
- მუხლი 18. პასუხისმგებლობანი
- მუხლი 19. გადახდა
- მუხლი 20. დავის გადაწყვეტა
- მუხლი 21. ინტელსატიდან გასვლა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 16. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-16/