დანართი D.
გარდამავალი დებულებანი
1) ინტელსატის მოღვაწეობის უწყვეტობა (მონაცვლეობა)
კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის დროებითი კომიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მიღებული დროებითი შეთანხმების და სპეციალური შეთანხმების შესაბამისად, და რომელიც შედის ძალაში ამ შეთანხმებების დასრულებასთან ერთად, უნდა დარჩეს სავსებით სამართლიანი მანამ, სანამ იგი არ იქნება განახლებული ან ანულირებული ამ შეთანხმების ან საექსპლუატაციო ხელშეკრულების პირობების თანახმად ან მათი შესრულების გამო.
2) ხელმძღვანელობა
იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება უშუალოდ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაციამ უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის დაპროექტებასთან, დამუშავებასთან, კონსტრუირებასთან, შექმნასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოების ხელმძღვანელის სახით იმავე პირობებით, რომლებიც იყო სათანადო დროებითი შეთანხმების და სპეციალური შეთანხმების შესაბამისად ფუნქციების შესრულებისას. თავისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, იგი ექვემდებარება ამ შეთანხმების და საექსპლუატაციო ხელშეკრულების ყველა რელევანტურ დებულებას და განსაკუთრებით მმართველთა საბჭოს გენერალურ პოლიტიკას და სპეციალურ დადგენილებებს, სანამ:
(1) მმართველთა საბჭო არ დაადგენს, რომ აღმასრულებელი ორგანო მზად არის ამ შეთანხმების XII მუხლის შესაბამისად აღმასრულებელი ორგანოს ყველა ან გარკვეული ფუნქციის შესრულებაზე ვალდებულების აღებისთვის, და ამ დროისათვის კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაცია მოიხსნის თავის ვალდებულებებს თითოეულ იმ ფუნქციის შესრულებაზე, რომლებიც იყო დაკისრებული მასზე აღმასრულებელი ორგანოს მიერ; და
(2) არ შევა ძალაში ამ შეთანხმების XII მუხლის (a)(ii) ქვეპარაგრაფში მითითებული კონტრაქტი სამენეჯმენტო მომსახურების შესახებ, და არ იქნებ ანულირებული ამ პარაგრაფის დებულებები და არ ამოქმედდება ფუნქციები, გათვალისწინებული ამ კონტრაქტით.
1) რეგიონალური წარმომადგენლობა
ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან გენერალური მდივნის მიერ თავისი თანამდებობის დაკავების დღემდე ამ შეთანხმების IX მუხლის (c) პარაგრაფის შესაბამისად უფლებების მინიჭება ხელისმომწერთა ნებისმიერი ჯგუფისათვის, რომელიც ცდილობს მართვის საბჭოში შესვლას ამ შეთანხმების IX მუხლის (a)(iii) ქვეპარაგრაფის თანახმად, ამოქმედდება კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაცის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე.
3) პრივილეგიები და იმუნიტეტი
შეთანხმების მონაწილეთა სტატუსი, ვრცელდება იმ პიროვნებებზე ან ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ დროებითი შეთანხმების მონაწილეების უფლებათა მემკვიდრეებს იმ დღემდე, სანამ შეთანხმება მთავარი ოფისის შესახებ და პროტოკოლი არ ამოქმედდება ისე, როგორც ითვალისწინებს ამ შეთანხმების XV მუხლი. ის პრივილეგიები, განთავისუფლებები და იმუნიტეტი, რომლებიც ვრცელდებოდა შეთანხმების მონაწილეებზე, დაუყოვნებლივ, ამ შეთანხმების ამოქმედებამდე, ვრცელდება კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაციაზე, სპეციალური შეთანხმების ხელისმომწერებზე, კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის დროებით კომიტეტზე და ამ ორგანიზაციებში წარმომადგენლებზე.
დანართი (ა)
მიიღება რა მხედველობაში ის, რომ ხელშეკრულება შეეხება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატს“, რეგისტრირებულს 1971 წლის 20 აგვისტოს, ვაშინგტონში, რომლის ხელმომწერი შეიძლება გამხდარიყავით ცხრა თვის განმავლობაში,აგრეთვე ის, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 19 მუხლის (გ) პუნქტის თანახმად, აღნიშნული პერიოდიდან ხელშეკრულება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც წარმოადგენს გლობალური სატელიტურ-სატელეკომუნიკაციო სისტემის დროებითი ხელშეკრულებების ნაწილს, რომელიც რეგისტრირებულია 1964 წლის 20 აგვისტოს, ვაშინგტონში და რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრია,სახელმწიფო _______ სახელმწიფოს სახელი, რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი სახელმწიფოა (ან გახდა დროებითი ხელშეკრულებების დამფუძნებელი გლობალური სატელიტურ-სატელეკომუნიკაციო სისტემისათვის), და რომელიც ითვალისწინებს და ამტკიცებს ხსენებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო სატელიტური სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია ინტელსატისათვის, ხდება მისი წევრი და თავის თავზე იღებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
ყოველივეს დასტურად, მე ____________(სახელი და თანამდებობა), _____________ (სახელმწიფოს სახელი), სახელით მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს ____________ თარიღი,სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის მეთაურის ან საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერა
საჭიროების შემთხვევაში ბეჭედი
საჭიროების შემთხვევაში კონტრხელმოწერა
დანართი (ბ)
დიპლომატირუი შენიშვნის ნიმუში, რის მიხედვითაც სახელმწიფო თავის სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციას გადასცემს ხელმომწერის უფლებას
ქალბატონო
თარიღი
მაქვს პატივი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება (რომელიც რეგისტრირებულია 1971 წლის 20 აგვისტოს ვაშინგტონში) მე-2 მუხლის, ბ პუნქტის დებულების თანახმად ვაცნობო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას __________ (სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის სახელი საზოგადო ან კერძო სატელეკომუნიკაცო ორგანიზაცია), იმავე თარიღით რეგისტრირებულ საოპერატორო ხელშეკრულების ხელმომწერია.
კიდევ ერთხელ გარწმუნებთ ჩემს ღრმა პატივისცემაში თქვენდამი.
(მთავრობის ან ვაშინგტონის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი)
საპატიო სახელმწიფო მდივანი
ვაშინგტონი
დანართი (გ)
სახელმწიფოს მიერ პირის უფლებამოსილების სერთიფიკატის ნიმუში საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით საოპერატორო ხელშეკრულების ხელმოსაწერად
________________ (სახელი და თანამდებობა)
________________ (ქვეყანა), ადასტურებს, რომ
________________ (სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია) -ის სახელით მთლიანად უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს,საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია „ინტელატ“-თან (რეგისტრირებულია ვაშინგტონში 1971 წლის 20 აგვისტოს) დაკავშირებულ საოპერატორო ხელშეკრულებას.
სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის ვალდებულებებზე ___________
(ქვეყანა),აღნიშნულ დოკუმენტს ვადასტურებ ხელმოწერითა და ბეჭდით
ქალაქი ___________
_____ თარიღი
(ხელმოწერა) ________________
(ხელმომწერი პირი სახელი და თანამდებობა)
(ბეჭედი)
ასლი ეგზავნება ინტელსატის გენერალურ დირექტორს
დანართი (დ)
სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიერ გაცემული სერთიფიკატის ნიმუში, რომელიც ადგილობრივი იურისდიქციის ქვეშ მდგომი კერძო შიდა კომპანიის კანონით, უფლებამოსილებას აძლევს ინდივიდუალურ პირს ხელი მოაწეროს საოპერატორო ხელშეკრულებას
(გამოიყენება მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ უფლებამოსილი ხელმომწერი იქნება კერძო კომპანია, კომბინირებული სახელმწიფო და კერძო კომპანია, ან ნებისმიერი სახის სხვა კომპანია, რომელზეც სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი
(სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის კანცელარია)
თარიღი
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულების მეორე მუხლის ბ პუნქტის თანახმად (რეგისტრირებულს 1971 წლის 20 აგვისტოს ვაშინგტონში) და ამავე ორგანიზაციის წევრად გახდომის მიზნით _____ (სახელმწიფოს სახელი) მთავრობა, ასახელებს სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია ___________ (სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის სახელი), რომელიც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატთან“ დაკავშირებულ საოპერატორო ხელშეკრულებას, რომელიც რეგისტრირებულია იმავე დღეს.
წინამდებარე დოკუმენტი იქმნება, როგორც დასახელებული სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი საბუთი საოპერატორო ხელშეკრულების ხელმოსაწერად.
ორგანიზაციის წარმომადგენლის სახელი და თანამდებობა
გენერალური დირექტორი ინტელსატ
მუხლი 13. თუ საქმესთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლო არ განმარტავს სხვანაირად, არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯები, სასამართლოს წევრთა ანაზღაურების ჩათვლით, განაწ
მთავარი მონაცემები
- ვადა ცხრა თვის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. (a) თუ ვაკანსია შეიქმნა საარბიტრაჟო სასამართლოში იმის გამო, რომ სასამართლოს პრეზიდენტმა ან დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს მოდავეთა კონტროლის ქვეშიდან გამოსვლა, ან სასამართლოს პროცესის არასწორის წაყვა
- მუხლი 7. (a) საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სხდომების ჩატარების ვადებისა და ადგილის შესახებ
- მუხლი 8. თუ ერთმა მხარემ ვერ წარმოადგინა თავისი ვერსია, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოსაგან გადაწყვეტილების გამოტანა თავის სასარგებლოდ. სასამართლო, სანამ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,
- მუხლი 9. (a) ნებისმიერი შეთანხმების მონაწილეს, რომლის დანიშნული ხელმისმომწერი გამოდის მოდავის სახით სასამართლო საქმეში, აქვს უფლება ჩაერთოს დავაში და გახდეს დამატებით მოდავედ სასამართლო საქმეში. დავაში ჩარევა
- მუხლი 11. თითოეულმა შეთანხმების მონაწილემ, ხელისმომწერმა ან ინტელსატმა უნდა მიაწოდოს საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს იგი, იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია საჭიროა დავის გარჩევის და
- მუხლი 13. (a) საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული:
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ“, მუხლი 13. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190937/muxli-13-3/