საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და საჰაერო მოძრაობის ორგანოს სათანადო მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო სხ-ების გზის გადაჭრა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) სხ-ის გზის გადაჭრა დაშვებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
ბ) თუ გზის გადაჭრა დაწყებულია და აუცილებელია სხ-ის დაბრუნება დასახული მარშრუტის ხაზზე, გაყვანა საქართველოს საჰაერო სივრციდან, აკრძალული, შეზღუდული ან სახიფათო არეებიდან, ან უნდა გაიცეს ამ სხ-ის მითითებულ აეროდრომზე დაფრენის ბრძანება, გზის გადაჭრა ხორციელდება მხოლოდ სხ-ის ამოცნობის მიზნით;
გ) სხ-ის გზისგადაჭრა წვრთნის მიზნით დაუშვებელია;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის აუცილებლობისას, დაფრენის აეროდრომი უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ტიპის სხ-ის უსაფრთხო დაფრენის მოთხოვნებ