1. სმმ ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს საბრძოლო მართვის ცენტრთან ოპერატიულ და საიმედო კავშირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კავშირის საშუალებამ უნდა უზრუნველყოს:
ა) არაუმეტეს 15 წამის განმავლობაში პირდაპირი ხმოვანი კავშირის დამყარება;
ბ) საჭიროებისას, ასოთსაბეჭდი კავშირის შემთხვევაში, ნაბეჭდი შეტყობინების გადაცემა რომ არ აღემატებოდეს 5 წუთს.
3. სმმ-ის ორგანოებსა და საბრძოლო მართვის ცენტრს შორის უნდა ხორციელდებოდეს ხმოვანი კავშირის ავტომატური ჩაწერა და აღნიშნული ინფორმაცია ინახებოდეს 30 დღის განმავლობაში.
4. სმმ-ის ორგანოებსა და საბრძოლო მართვის ცენტრს შორის უნდა დადგინდეს ხმოვანი კავშირის წარმოების ისეთი პროცედურები, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება კავშირის დაუყოვნებლივ დამყარება ისეთი სასწრაფო გამოძახებების გადასაცემად, რომლებიც სხ-ის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული და, საჭიროებისას, ნაკლებად სასწრაფო გამოძახებების შეწყვეტ