1.  გზაგადაჭრილი სამოქალაქო სხ-ის მეთაური ახდენს ვიზუალური სიგნალების იდენტიფიცირებას და რეაგირებს მათზე ამ წესის №3 დანართში მოყვანილი ფორმით.

2. გზაგადაჭრილმა სხ-მა დაუყოვნებლივ უნდა:

ა) შეასრულოს გზისგადამჭრელი სხ-ის მითითებები, მოახდინოს ვიზუალურ სიგნალზე რეაგირება ამ წესის №3 დანართის შესაბამისად;

ბ)  შეძლებისდაგვარად, შეატყობინოს გზის გადაჭრის შესახებ სმმ-ის შესაბამის ორგანოს;

გ) სცადოს/ეცადოს გზისგადამჭრელ სხ-თან ან საბრძოლო მართვის ცენტრთან რადიოსატელეფონო კავშირის დამყარება 121,5 მჰც ავარიულ სიხშირეზე, გზაგადაჭრილი სხ-ის და მისი ფრენის ხასიათის დასახელებით;

დ) თუ სხ აღჭურვილია მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორის (შემდგომში – მმრლ) მიმღებ-მოპასუხეებით, A რეჟიმში დააყენოს კოდი 7700, თუ არ არის სმმ-ის შესაბამისი ორგანოს სხვა მითითებები;

ე) თუ სხ აღჭურვილია ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება-მაუწყებლობის საშუალებით (შემდგომში – ADS-B ან ADS-C-), დააყენოს მასზე შესაბამისი საავარიო რეჟიმი (ასეთის არასებობის შემთხვევაში), თუ არ არის სმმ-ის შესაბამისი ორგანოს სხვა მითითებები.

3. თუ ნებისმიერი წყაროდან რადიოსატელეფონო კავშირით მიღებული რაიმე მითითება განსხვავდება გზისგადამჭრელი სხ-სგან მიღებული ვიზუალური სიგნალებისგან, გზაგადაჭრილი სხ აგრძელებს გზისგადამჭრელი სხ-გან მიღებული ვიზუალური მითითებების შესრულებას და დაუყოვნებლივ მოითხოვს განმარტებას განსხვავების შესახებ.

4. თუ ნებისმიერი წყაროდან რადიოსატელეფონო კავშირით მიღებული რაიმე მითითება განსხვავდება გზისგადამჭრელი სხ-ის მიერ რადიოსატელეფონო კავშირით გადმოცემული მითითებებისგან, მაშინ გზაგადაჭრილი სხ აგრძელებს გზისგადამჭრელი სხ-გან რადიოსატელეფონო კავშირით მიღებული მითითებების შესრულებას და დაუყოვნებლივ მოითხოვს განმარტებას განსხვავების შესახებ.

5.  სხ-ზე, რომელიც ასრულებს ფრენას იმ ტერიტორიაზე, სადაც არსებობს გზის გადაჭრის ალბათობა უნდა გააჩნდეთ გზის გადაჭრასთან დაკავშირებული პროცედურა, რომელიც, სულ მცირე, შეიცავს:

ა)  გზაგადაჭრილი სხ-ის მეთაურის მოქმედების პროცედურებს, ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად;

ბ) გზისგადამჭრელი და გზაგადაჭრილი სხ-ების ვიზუალურ სიგნალებს, ამ წესის №3 დანართის შესაბამისად.

შენიშვნა: პილოტების მირ გამოსაყენებელი ბარათების ნიმუშები მოცემულია ამ წესის №5 დანართშ