1.  სმმ-ის ორგანო, როდესაც მისთვის ცნობილი ხდება მისი პასუხისმგებლობის რაიონში სხ-ის გზის გადაჭრის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს მოცემულ გარემოებებში ყველაზე შესაფერის ზომას, კერძოდ:

ა)  შეეცადოს გზაგადაჭრილ სხ-თან ორმხრივი კავშირის დამყარება რომელიმე არსებული საშუალების მეშვეობით, მათ შორის 121,5 მჰც ავარიულ სიხშირეზეც, თუ ასეთი კავშირი ჯერ არ არის დამყარებული;

ბ)  აცნობოს გზაგადაჭრილი სხ-ის პილოტს გზის გადაჭრის შესახებ;

გ)  დაამყაროს კავშირი საბრძოლო მართვის ცენტრთან, რომელსაც ორმხრივი კავშირი აქვს გზის გადამჭრელ სხ-თან და მიაწოდოს მას სხ-ის შესახებ არსებული ინფორმაცია;

დ)  საჭიროებისამებრ, განახორციელოს შეტყობინებების გადაცემა გზისგადამჭრელ სხ-ს ან საბრძოლო მართვის ცენტრსა და გზაგადაჭრილ სხ-ს შორის;

ე)  საბრძოლო მართვის ცენტრთან მჭიდრო ურთიერთკავშირის შედეგად მიიღოს ყველა საჭირო ზომა გზაგადაჭრილი სხ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ვ)  თუ აღმოჩნდა, რომ სხ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების ფარგლებს გასცდა, აცნობოს სმმ-ის იმ ორგანოებს, რომლებიც მეზობელ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონებს ემსახურებიან.

2.  სმმ-ის ორგანო, როდესაც მისთვის ცნობილი ხდება, რომ საბრძოლო მართვის ცენტრის მიერ გზაგადაჭრილი სხ-საგან მოთხოვნილია დაფრენის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე, იგი ვალდებულია, ვითარებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიება, კერძოდ:

ა)  აცნობოს გზაგადაჭრილი სხ-ის პილოტს მითითებულ აეროდრომზე დაფრენის შესრულების აუცილებლობის შესახებ;

ბ) გზაგადაჭრილ სხ-ს მიაწოდოს მითითებულ აეროდრომამდე მიფრენისა და მასზე დაფრენისათვის საჭირო ინფორმაცია, დასაფრენად სახელსაწყო შესვლის დადგენილი სქემების ჩათვლით;

გ) საბრძოლო მართვის ცენტრის და გზაგადაჭრილი სხ-ის მოთხოვნების საფუძველზე, გასცეს შესაბამისი მითითებები, რომლებიც საჭიროა შესაბამის აეროდრომამდე ამ სხ-ის მიფრენის უზრუნველსაყოფად.

3.  სმმ-ის ორგანო, რომლისთვისაც ცნობილი ხდება, რომ მისი პასუხისმგებლობის რაიონის მიღმა ხორცილდება სხ-ის გზის გადაჭრა, ვალდებულია, ვითარებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიება, კერძოდ:

ა) აცნობოს იმ საჰაერო სივრცის სმმ-ის ორგანოს, სადაც ხორციელდება გზის გადაჭრა და მიაწოდოს მას ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სხ-ის ამოცნობას და მოსთხოვოს მას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების შესრულება; და

ბ)  განახორციელოს შეტყობინებების გადაცემა გზაგადაჭრილ სხ-სა და სმმ-ის შესაბამის ორგანოს, საბრძოლო მართვის ცენტრს ან გზისგადამჭრელ სხ-ს შორი