სამოქალაქო სხ-ის ვიზუალური ამოცნობისათვის, გზისგადამჭრელი სხ ახორციელებს შემდეგ მანევრებს:

ა) ფაზა I. გზისგადამჭრელი სხ გზაგადაჭრილ სხ-ს უახლოვდება კუდის მხრიდან. როდესაც გზისგადამჭრელი წამყვანი სხ ან ცალკეული გზისგადამჭრელი სხ იმყოფება გზაგადაჭრილი სხ-ის პილოტის მხედველობის არეში, ჩვეულებრივ, იკავებს პოზიციას გზაგადაჭრილი სხ-ის მარცხენა მხარეს, ოდნავ ზევით და წინ, და თავდაპირველად სხ-საგან არანაკლებ 300 მ-ის მანძილზე. გზის გადაჭრაში მონაწილე ნებისმიერი სხვა სხ იმყოფება გზაგადაჭრილი სხ-საგან საკმარისი დაშორებით, ჩვეულებრივ, ოდნავ ზევით და უკან. სიჩქარის და პოზიციის დაკავების შემდეგ სხ, საჭიროების შემთხვევაში, გადადის გზის გადაჭრის II ფაზაში.

ბ) ფაზა II. გზისგადამჭრელი ქვედანაყოფის წამყვანი სხ ან ცალკეული გზისგადამჭრელი სხ ფრთხილად იწყებს იმავე სიმაღლეზე გზაგადაჭრილ სხ-თან მიახლოებას, მაგრამ იმაზე ახლოს არა, რაც საჭიროა აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად. გზისგადამჭრელმა წამყვანმა სხ-მა ან ცალკეულმა გზისგადამჭრელმა სხ-მა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა გზაგადაჭრილი სხ-ის ეკიპაჟსა და მგზავრებში არ გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია, იმის გათვალისწინებით, რომ მანევრები, რომლებსაც გზისგადამჭრელი სხ ჩვეულებრივ ასრულებს გზის გადაჭრისას, სამოქალაქო სხ-ის ეკიპაჟმა და მგზავრებმა შეიძლება აღიქვან, როგორც საშიშროება. გზის გადაჭრაში მონაწილე ნებისმიერი სხვა სხ იმყოფება გზაგადაჭრილი სხ-საგან საკმარისი დაშორებით. ამოცნობის დასრულების შემდეგ, გზისგადამჭრელი სხ გამოდის გზაგადაჭრილ სხ-თან მიახლოების ზონიდან, როგორც ეს III ფაზითაა გათვალისწინებული.

გ) ფაზა III. გზისგადამჭრელი წამყვანი სხ ან ცალკეული გზისგადამჭრელი სხ ფრთხილად სცილდება გზაგადაჭრილ სხ-ს დამრეც პიკირებაში გადასვლით. გზის გადაჭრაში მონაწილე ნებისმიერი სხვა სხ იმყოფება გზაგადაჭრილი სხ-საგან საკმარისი დაშორებით და შემდეგ, წამყვან სხ-ს უერთდება.

შენიშვნა: ამ მუხლით განსაზღვრული ფაზები ვიზუალურად გამოსახულია ამ წესის №4 დანართშ