1. გზაგადაჭრილი სხ-ის სანაოსნო მართვა და მასზე შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება რადიოტელეფონით, თუ რადიოსატელეფონო კავშირის დამყარება შესაძლებელია.

2.  გზაგადაჭრილი სხ-ისათვის ფრენის მიმართულების მითითებისას გასათვალისწინებელია ის, რომ იგი არ უნდა იქნეს წაყვანილი ისეთ პირობებში, სადაც ხილვადობა ვიზუალურ მეტეოროლოგიურ მინიმუმზე ნაკლებია და მას არ უნდა მოეთხოვებოდეს ისეთი მანევრების შესრულება, რომლებიც უკვე არსებულ საფრთხეს გაამწვავებს იმ შემთხვევაში, როდესაც სხ-ის საექსპლუატაციო ეფექტურობა დაქვეითებულია.

3. იმ შემთხვევაში, თუ გზაგადაჭრილი სხ რეაგირებას არ ახდენს ვიზუალური სიგნალების ან რადიოტელეფონის მეშვეობით მისთვის მითითებების გადმოცემის მრავალჯერად მცდელობებზე, გზისგადამჭრელი სხ აგრძელებს გზაგადაჭრილი სხ-ზე თვალყურის დევნებას მანამ, სანამ იგი არ განახორციელებს დაფრენას ან საქართველოს საჰაერო სივრცეს არ დატოვებს. ინციდენტის შესახებ სრული ანგარიში მიეწოდება შესაბამის სხ-ის მარეგისტრირებელ სახელმწიფოს შემდგომი რეაგირებისათვი