1. გზაგადაჭრილი სხ-ის ყურადღების მისაპყრობად გამოიყენება ამ წესის №3 დანართის I სერიის ვიზუალური სიგნალი. თუ ამ სიგნალის მეშვეობით გზაგადაჭრილ სხ-თან კონტაქტის დამყარების მრავალჯერადი მცდელობები უშედეგოა, გამოიყენება სიგნალის მიწოდების სხვა მეთოდები, უკიდურესი ზომის სახით ფორსაჟის დროს წარმოქმნილი ვიზუალური ეფექტის ჩათვლით, მაგრამ იმ პირობით, რომ გზაგადაჭრილ სხ-ს საფრთხე არ შეექმნება, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა თანამდევ კვალზე ტურბულენტობაში მოხვედრა.
2. დღისით გზაგადაჭრილი სხ-ის ყურადღების მისაპყრობად შეიძლება გამოიყენებოდეს ფერადი კვამლის გამომშვები პიროტექნიკური მოწყობილობები.
3. დღისით და ღამით, გზაგადაჭრილი სხ-ის ყურადღების მისაპყრობად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მაღალსიმძლავრიანი იმპულსური (სტრობი) ნათურები, თუ ისინი გზისგადამჭრელ სხ-ზე დაყენებულია შეჯახების თავიდან აცილების მიზნით.
4. გზაგადაჭრილი სხ-ის ყურადღების მისაპყრობად ყველაზე უკიდურესი ზომის სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფორსაჟის მანევრი, მისი სიფრთხილით შესრულების პირობი