1. თუ ამ წესის მე-20 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების ფაზებით გათვალისწინებული ამოცნობის მანევრების დასრულების შემდეგ ჩნდება გზაგადაჭრილი სხ-ის ფრენის მიმართულების ჩარევის აუცილებლობა, წამყვანი სხ ან ცალკეული გზისგადამჭრელი სხ, ჩვეულებრივ, იკავებს პოზიციას გზაგადაჭრილი სხ-ის მარცხენა მხარეს, ოდნავ ზევით და წინ, რათა გზაგადაჭრილი სხ-ის მეთაური ხედავდეს მისთვის მიცემულ ვიზუალურ სიგნალებს.
2. გზისგადამჭრელი სხ-ის მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ გზაგადაჭრილი სხ-ის მეთაური აცნობიერებს გზის გადაჭრის ფაქტს და ადასტურებს მისთვის მიცემულ სიგნალებს. თუ ამ წესის №1 დანართის I სერიის სიგნალის მეშვეობით გზაგადაჭრილ სხ-თან კონტაქტის დამყარების მრავალჯერადი მცდელობები უშედეგოა, გამოიყენება სიგნალის მიწოდების სხვა მეთოდები, უკიდურესი ზომის სახით ფორსაჟის დროს წარმოქმნილი ვიზუალური ეფექტის ჩათვლით, მაგრამ იმ პირობით, რომ გზაგადაჭრილ სხ-ს საფრთხე არ შეექმნება.
3. საჭიროების შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობებისა ან მიდამოების რელიეფიდან გამომდინარე, წამყვანი სხ ან ცალკეული გზისგადამჭრელი სხ იკავებს პოზიციას გზაგადაჭრილი სხ-ის მარჯვენა მხარეს, ოდნავ ზევით და წინ. ამ შემთხვევაში, გზისგადამჭრელი სხ-ის მეთაური მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისი სხ ყოველთვის იმყოფებოდეს გზაგადაჭრილი სხ-ის მეთაურის მხედველობის არეში.
შენიშვნა: სანაოსნო მართვის მანევრები ვიზუალურად წარმოდგენილია ამ წესის№4 დანართშ