1. სმმ-ის ორგანო უზრუნველყოფს საჰაერო ოპერაციების მართვის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობას.
2. სმმ-ის ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ფორმდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფრენების უზრუნველსაყოფად.
შენიშვნა: სმმ-ის ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადები შეთანხმების ნიმუში მოცემულია ამ წესის №1 დანართში.
3. სმმ-ის ორგანო და საბრძოლო მართვის ცენტრი შეიმუშავებენ პროცედურებს მოქმედებათა კოორდინირების უზრუნველსაყოფად.
4. იმ შემთხვევაში, თუ გზის გადაჭრა შეიძლება გახდეს საჭირო ან მიმდინარეობს, საბრძოლო მართვის ცენტრსა და სმმ-ის ორგანოებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოქმედებათა მჭიდრო კოორდინირება ყველა ფაზის დროს, რათა სმმ-ის ორგანოები სრულად იყვნენ ინფორმირებული მოვლენების განვითარებისა და გზაგადაჭრილი სხ-ის მიერ მოთხოვნილი ქმედებების შესრულების შესახებ.
5. სმმ-ის ორგანოსა და საბრძოლო მართვის ცენტრს შორის მოქმედებათა მჭიდრო კოორდინირებით, ყველა ზომა იქნეს მიღებული სხ-ის კუთვნილების დასადასტურებლად და მისთვის ისეთი სანაოსნო მიმართვის უზრუნველსაყოფად, რომელიც საჭიროა გზის გადაჭრის აუცილებლობის თავიდან ასაცილებლა