საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო სხ-ის გზის გადაჭრა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  საბრძოლო მართვის ცენტრი:

ა.ა)  სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების გზით ვერ უზრუნველყოფს სხ-ის ამოცნობას, რომელიც შემჩნეულია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მასში შესვლას აპირებს;

ა.ბ) სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების გზით გამოავლენს, რომ სხ სათანადო ნებართვის გარეშე აპირებს შესვლას ან შევიდა საქართველოს საჰაერო სივრცის იმ არეში, სადაც სამოქალაქო სხ-ების ფრენები შეზღუდული ან აკრძალულია;

ა.გ) სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების გზით გამოავლენს, რომ სხ-მა საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაუხვია სმმ-ის ორგანოს მიერ მითითებული ან ფრენის გეგმაში განსაზღვრული მარშრუტიდან და სმმ-ის სამარშრუტო ქსელს მოსცილდა გადახვევისთვის ცნობილი ან დასაბუთებული მიზეზის გარეშე;

ა.დ) სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების შედეგად ვარაუდობს, რომ სხ ასრულებს უკანონო ფრენას და/ან აკრძალული ტვირთის გადაზიდვას ან პირთა უკანონო გადაყვანას, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს1944 წლის კონვენციის მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ;

ბ)  სხ საქართველოს საჰაერო სივრცეში შედის სათანადო ნებართვის გარეშე და არ ასრულებს შესაბამის მითითებებს დაფრენაზე ან საჰაერო სივრცის დატოვებაზე;

გ) სხ საქართველოს საჰაერო სივრცეში შედის იმ პუნქტებიდან ან მარშრუტებით, რომლებიც გადაფრენის ნებართვაში ან ფრენის გეგმით განსაზღვრული არ არის;

დ)  სხ საფრთხეს უქმნის სხვა სხ-ებს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოება