1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საბრძოლო მართვის ცენტრის პერსონალისთვის და გზის გადამჭრელი სხ-ის ეკიპაჟებისთვის შეიმუშავებს სასწავლო პროგრამას.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საბრძოლო მართვის ცენტრის აღჭურვას ისეთი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს რადიოკავშირის მოსმენას ავარიულ სიხშირეზე 121.5 მჰც.
3. გზის გადაჭრის საწვრთნელი ფრენები ხორციელდება მხოლოდ სამხედრო სხ-ებით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საბრძოლო მართვის ცენტრის და გზის გადამჭრელი საჰაერო ხომალდის აღჭურვას ისეთი რადიოსატელეფონო კავშირის მოწყობილობით, რომელიც აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის 1 ტომში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რათა საბრძოლო მართვის ცენტრს ჰქონდეს გზაგადაჭრილ საჰაერო ხომალდთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა 121,5 მჰც ავარიულ სიხშირეზ