ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბრძოლო მართვის ცენტრი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცენტრალური საკომანდო პუნქტის საბრძოლო მართვის ცენტრი (შემდგომში – საბრძოლო მართვის ცენტრი), რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებთან ერთად ასრულებს საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გზის გადაჭრასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და კოორდინაციას შესაბამის უწყებებთან.“;

ბ) ორიენტაციადაკარგული საჰაერო ხომალდი – საჰაერო ხომალდი, რომელიც მნიშვნელოვნად ასცდა მიმართულების მოცემულ ხაზს ან რომელიც იტყობინება ორიენტაციის დაკარგვას;

გ) ამოუცნობი საჰაერო ხომალდი – სხ, რომლის ფრენაც მოცემულ რაიონში მიმდინარეობს მეთვალყურეობის ქვეშ ან რომლის ფრენის შესახებაც ეცნობება მოცემულ რაიონის სმმ ორგანოს, მაგრამ რომლის კუთვნილებაც დადგენილი არ არის;

შენიშვნა: ერთი და იგივე სხ ერთდროულად შეიძლება განიხილებოდეს როგორც „ორიენტაციადაკარგული საჰაერო ხომალდი“ ერთი ორგანოს მიერ, და როგორც „ამოუცნობი საჰაერო ხომალდი“ მეორე ორგანოს მიერ.

დ) სხ-ის გზის გადაჭრა (გზის გადაჭრა) - სამოქალაქო სხ-ის იდენტიფიცირებისკენ ან შეჩერებისკენ მიმართული ქმედება, მის მიერ საჰაერო სივრცეში სათანადო დოკუმენტაციის ან უფლებამოსილების გარეშე შეღწევამდე;

ე)  საბრძოლო მართვის ცენტრის საბრძოლო გათვლის უფროსი - პირი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში გზის გადაჭრის თაობაზე იღებს გადაწყვეტილება