1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესანახად ჩაჰბარდა არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელისა ან შეერთების შესახებ სიგელისა იმ სახელმწიფოების მიერ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე და ორი სარატიფიკაციო სიგელისა ან შეერთების შესახებ სიგელისა იმ სატრანზიტო სახელმწიფოების მიერ, რომელთაც აქვთ გასასვლელი ზღვაზე.
2. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელმაც მოახდინა რატიფიკაცია ან შეუერთდა კონვენციას ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესანახად ჩაჰბარდა სარატიფიკაციო სიგელები ან სიგელები შეერთების შესახე