1. სატრანსპორტო გასასვლელისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტრანზიტის თავისუფლება გარანტირებულია წინამდებარე კონვენციით. მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებულმა ზომებმა, რომლებიც რეგულირდება, აგრეთვე წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით, მათ ტერიტორიაზე მოძრაობის მოწესრიგებისა და განხორციელებისათვის უნდა გააიოლონ სატრანზიტო გასვლა დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოებისათვის მისაღები მარშრუტებით. კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე, აკრძალულია ყოველგვარი დისკრინიმაცია წარმოშობის ადგილის, გამგზავნი პუნქტის, შესვლა-გამოსვლის ან დანიშნულების პუნქტის საფუძველზე, ან სხვა გარემოებების საფუძველზე, რომლებიც დაკავშირეუბლია საქონლის ან საკუთრების მფლობელთან, რეგისტრაციის ადგილთან ან ხომალდის დროშასთან, საგზაო ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებთან.
2. წესები, რომლებიც არეგულირებს მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილზე ან მთელ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გასვლას, უნდა დადგინდეს დაინტერესებული სახელმწიფოების ერთობლივი შეთანხმებით და იმ საერთაშორისო კონვენციების მხედველობაში მიღებით, რომელთა მონაწილენიც არიან ეს სახელმწიფოები.
3. შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად ყოველი მონაწილე სახელმწიფო წარმოადგენს წესებს, რომლებიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე გატარებას იმ პირების დაშვებას, რომელთა გადაადგილება წარმოადგენს სატრანზიტო გასვლის შემადგენელ ნაწილს.
4. მონაწილე სახელმწიფოები ნებას რთავენ სატრანზიტო ტვირთის გავლაზე თავიანთ ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო ჩვეულებრივი სამართლის ან შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების და შინაგანი კანონმდებლობის პრინციპების მიხედვი