1. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებს წარმოადგენს ტერიტორია, რომელზეც მომხმარებელი ან/და მომხმარებლთა გარკვეული ჯგუფი იძენს/იღებს ან აქვს ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები, შეიძინოს/მიიღოს შესაბამისი პროდუქტი/მომსახურება, აგრეთვე საწარმო ან/და საწარმოთა გარკვეული ჯგუფი ყიდის/აწვდის ან აქვს ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები, გაყიდოს/მიაწოდოს შესაბამისი პროდუქტი/მომსახურება და რომელიც ხასიათდება ერთგვაროვანი კონკურენტული პირობებით.
2. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენა ხორციელდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის:
ა) გეოგრაფიულ ტერიტორიებზე პროდუქტის/მომსახურების მიწოდებისა და მოთხოვნის, აგრეთვე თავისუფალი გადაცემის/მიწოდების შესაძლებლობა;
ბ) სისტემის ოპერატორების ქსელთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური გარემოებები, მათ შორის, ქსელის ტოპოლოგია;
გ) ენერგეტიკულ სისტემაზე მომხმარებლებისა და საწარმოების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები;
დ) გეოგრაფიული ტერიტორიის განსხვავებული თავისებურებები, როგორიცაა რელიეფი, კლიმატი, დასახლების სიმჭიდროვე და სხვა;
ე) პროდუქტის/მომსახურების ფასების ერთგვაროვნებ