1. ბაზრის კვლევა ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, კანონმდებლობისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციების ან/და რეკომენდაციების შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
2. კომისია ბაზრის კვლევისას მართავს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო კონსულტაციებს. კომისია აანალიზებს საჯარო კონსულტაციებისას მიღებულ კომენტარებსა და რეკომენდაციებს და კომისიის ვებგვერდზე აქვეყნებს მათ ერთიანი მიმოხილვის სახით შესაბამის განმარტებებთან ერთად.
3. ბაზრის კვლევისას კომისია შეზღუდული არ არის ბაზრის კვლევის დაწყების თაობაზე უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნით/განცხადებით.
4. ბაზრის კვლევის შედეგების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 თვის ვადაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა, კომისიის მიერ სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 4 თვით.
6. ბაზრის კვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე კომისია მოთხოვნის წარმდგენს/განმცხადებელს ატყობინებს გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე.
7. ბაზრის კვლევა სრულდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებით, რომელშიც ასახული უნდა იყოს დასაბუთებული ინფორმაცია კანონმდებლობის დარღვევის, ასევე კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი ღონისძიების გამოყენების თაობაზე;
8. კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არანაკლებ 25 სამუშაო დღით ადრე მომთხოვნის წარმდგენს/განმცხადებელს და ამ წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის საწარმოს/მოპასუხეს უგზავნის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტს, კვლევის მასალებს და განუმარტავს, რომ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები და ამისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
9. ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
თანამშრომლობის პროგრა