1. ადგილზე შემოწმების დასრულებისას, ადგილზე შემოწმების ჯგუფის მიერ შემოწმების დროს მოპოვებული ინფორმაციის გადატანა ხდება ინფორმაციის მატარებელზე და მზადდება სამი იდენტური ასლი, საიდანაც ერთი გადაეცემა საწარმოს, ხოლო ორი თან მიაქვს ადგილზე შემოწმების ჯგუფს.

2. ადგილზე შემოწმების დასრულებისას ორ ეგზემპლარად მზადდება შემოწმების ოქმი, რომელიც ასევე მოიცავს ადგილზე შემოწმებისას მოპოვებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ჩამონათვალს/სიას. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საწარმოს.

3. ოქმის გაცნობისა და მისი ერთი ეგზემპლარის, ასევე ინფორმაციის მატარებლის გადაცემის ფაქტს საწარმოს უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ.

4. საწარმო უფლებამოსილია მოითხოვოს ადგილზე შემოწმების დროს, ადგილზე შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და კომისიის მიერ დამტკიცებული “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის” შესაბამისად.

5. ადგილზე შემოწმების დროს ადგილზე შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული, კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის დაცვა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის” შესაბამისა