1. კომისიისთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე საწარომების/წყალმომარაგების ლიცენზიატების ერთობლივი წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი საწარმოდან/წყალმომარაგების ლიცენზიატიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.
2. ერთობლივი წლიური ბრუნვა გულისხმობს კონცენტრაციის მონაწილეთა შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მონაცემებით კანონით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს.
3. იმ საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული ბრუნვა.
4. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური ბრუნვის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა/წყალმომარაგების ლიცენზიატთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი ბრუნვა, შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით.
5. კონცენტრაციის მონაწილეთა ბრუნვის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიატების ერთობლივი წლიური ბრუნვა:
ა) კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი;
ბ) კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოთა/წყალმომარაგების ლიცენზიატთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიატების პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები;
გ) სხვა საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები, რომელთაც აკონტროლებს საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს კონტროლს კონცენტრაციის მონაწილე საწარმოზე/წყალმომარაგების ლიცენზიატზე;
დ) საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე საწარმოთა/წყალმომარაგების ლიცენზიატთა ერთობლივი კონტროლის ქვე