1. აკრძალულია შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება, კომისიისთვის შეტყობინების გარეშე, ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადების ამოწურვამდე, ან/და კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
2. კომისია უფლებამოსილია შეისწავლოს კომისიისთვის შეტყობინების გარეშე განხორციელებული კონცენტრაცია, განსაზღვროს, ექვემდებარებოდა თუ არა კონცენტრაცია კომისიისთვის შეტყობინების ვალდებულებას და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიებ