1. კომისიას კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს ამ წესების №1.3 დანართის შესაბამისად.
2. კომისია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. კომისია აღნიშნულ ვადაში ასევე ამოწმებს, თუ რამდენად ექცევა წარდგენილი შეტყობინების განხილვა კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.
3. თუ შეტყობინება წარმოდგენილი არ არის ამ წესებითა და სხვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კომისია შეტყობინების წარმდგენს განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 5 სამუშაო დღის ოდენობის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შეტყობინების წარმდგენს განუმარტავს ხარვეზის შინაარსს.
4. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ იქნება აღმოფხვრილი შეტყობინება დარჩება განუხილველი.
5. შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება კომისიაში სრულყოფილი შეტყობინების წარმოდგენის მომენტიდან.
6. თუ შეტყობინების შესწავლის უფლებამოსილება, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აქვს სააგენტოს, კომისია მიღებულ შეტყობინებას უგზავნის სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
7. თუ შეტყობინების შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დგინდება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაიზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით კომისიასა და სააგენტოს შორის გაიმართოს კონსულტაციები.
8. კომისია წარდგენილ შეტყობინებას არ განიხილავს ამ წესების 46-ე მუხლის შესაბამისად, თუ დაგეგმილი კონცენტრაცია არ ექცევა კანონის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესების რეგულირების სფეროში ან კომისიის კომპეტენციის ფარგლებშ