1. კონკურენციის შემზღუდავი კონცენტრაცია, რომელსაც შესაბამის ვადაში არ მოყვა ამ წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, აგრეთვე კომისიისთვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობა, კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელება ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება გამოიწვევს კონცენტრაციის მონაწილე საწარმოების\წყალმომარაგების ლიცენზიატების დაჯარიმებას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს კომისიისთვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის ვადას, ყველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად ან/და ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისას, რასაც მოყვა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, კომისია, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, მიმართავს კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების მოთხოვნით შერწყმის გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით.
4. თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია, კომისიას უფლება აქვს, თავად მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლებისდაგვარად დასაბრუნებლად.
5. კომისია უფლებამოსილია საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენ