1. შიდა ინფორმაცია არის ზუსტი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული ერთ ან მეტ საბითუმო ენერგოპროდუქტთან, არ არის საჯაროდ გამოქვეყნებული და მისმა გასაჯაროებამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ამ ენერგოპროდუქტების საბითუმო ფასებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის ინფორმაციას წარმოადგენს:
ა) ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც მოთხოვნილია კანონმდებლობით, მათ შორის კანონით, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით და ამ წესებით;
ბ) ინფორმაცია, რომელიც ეხება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვის, მოხმარების ან გადაცემის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკურ შესაძლებლობებს ან გამოყენებას, მათ შორის, ამ მოწყობილობების გეგმურ და არაგეგმურ ხელმიუწვდომლობას;
გ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც მოთხოვნილია კანონმდებლობით, მათ შორის, ბაზრის წესებით, ამ წესებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, ხელშეკრულებებითა და საბაზრო პრაქტიკით, რამდენადაც ამ ინფორმაციამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს საბითუმო ენერგოპროდუქტების ფასებზე;
დ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის რაციონალური მონაწილე გონივრულ პირობებში გამოიყენებდა საბითუმო ენერგოპროდუქტებზე გარიგებების დადებასთან ან ვაჭრობისთვის განაცხადების ან/და სატენდერო წინადადებების განთავსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
3. ინფორმაცია მიიჩნევა ზუსტად, თუ იგი წარმოადგენს კონკრეტული გარემოებების ერთობლიობას, რომლებიც უკვე არსებობს ან შეიძლება წარმოიშვას, აგრეთვე, ქმედებას, რომელიც უკვე განხორციელდა ან მოსალოდნელია რომ განხორციელდეს და იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას საბითუმო ენერგოპროდუქტების ფასებზე შესაძლო ზეგავლენის შესახე