1. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ ეფექტიანად და დროულად უნდა გაასაჯაროოს მის ხელთ არსებული შიდა ინფორმაცია იმ სამეწარმეო საქმიანობებთან ან საწარმოო საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთაც ფლობს, აკონტროლებს ან/და რომლის საოპერაციო საკითხებზეც მთლიანად ან ნაწილობრივ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეს, მის მშობელ საწარმოს ან მასთან დაკავშირებულ საწარმოს. ასეთი გასაჯაროება ეხება ინფორმაციას ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვის, მოხმარებისა და გადაცემის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური შესაძლებლობებისა და მათი გამოყენების, მათ შორის, გეგმური და არაგეგმური ხელმიუწვდომლობის შესახებ.

2. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ შეტყობინება შიდა ინფორმაციის გასაჯაროების დაყოვნების შესახებ კომისიას უნდა წარუდგინოს ამ წესების №1.7 დანართის შესაბამისად.

3. გამონაკლის შემთხვევებში, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე უფლებამოსილია დააყოვნოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროება საკუთარი პასუხისმგებლობით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საზოგადოებრივ ინტერესს და ამ ქმედებით შეცდომაში არ იქნეს შეიყვანილი საზოგადოება, იმ პირობით, რომ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე უზრუნველყოფს შიდა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას და ამ ინფორმაციას არ გამოიყენებს საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობისას გადაწყვეტილებების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია კომისიას, დროულად გასაჯაროების დაყოვნების დასაბუთებასთან ერთად.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე გაამჟღავნებს შიდა ინფორმაციას საბითუმო ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის დროული, სრული და ეფექტიანი გასაჯაროება.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო წინასწარი განზრახვის გარეშე გაამჟღავნებს შიდა ინფორმაციას საბითუმო ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის დროული, სრული და ეფექტიანი გასაჯაროება წინასწარი განზრახვის გარეშე გამჟღავნების შემდეგ;

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება ინფორმაციის მიმღებ პირზე, თუ მას აქვს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ამგვარი ვალდებულება გამომდინარეობს თუ არა კანონმდებლობის ან/და ხელშეკრულების მოთხოვნებიდან.

7. კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების, ამ წესებისა და კომისიის მიერ მიღებული სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, შიდა ინფორმაციის გამოქვეყნება, მათ შორის, ჯამური ფორმით, გულისხმობს ერთდროულ, სრულ და ეფექტიან გასაჯაროებას.

8. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის ეფექტიანი და დროული გამოქვეყნება წარმოადგენს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეს ვალდებულებას, კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების, ამ წესებისა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

9. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე უფლებამოსილია დააყოვნოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მათი დაცვის გაუმჯობესების საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციის გამოქვეყნება, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობი