1. ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია გონივრული ეჭვი, რომ საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული გარიგება/გარიგებები ეწინააღმდეგება შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისა და საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე მანიპულაციის ან მანიპულაციის მცდელობის აკრძალვის მოთხოვნებს, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვლებლივ აცნობოს კომისიას.

2. ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ეფექტიანი ზომების განხორციელება შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისა და ენერგეტიკულ ბაზარზე მანიპულაციის ან მანიპულაციის მცდელობის აკრძალვის მოთხოვნების დარღვევების გამოსავლენა