1. ამ წესების მიზანია ენერგეტიკული საწარმოების და წყალმომარაგების ლიცენზიატების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ანგარიშგების ერთიანი პირობების, პროცედურისა და ფორმების დადგენა. აგრეთვე, ანგარიშგების მიზნებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალის შექმნა, რომელიც ენერგეტიკულ საწარმოებსა და წყალმომარაგების ლიცენზიატებს საშუალებას მისცემს ამ წესებითა და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიას წარუდგინონ ელექტრონულად.

2. ეს წესები ვრცელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ენერგეტიკულ საწარმოებსა და წყალმომარაგების ლიცენზიატებზე.

3. ეს წესები განსაზღვრავს:

ა) ენერგეტიკული საწარმოებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატების მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ინფორმაციისა და ანგარიშგების წარმოდგენის წესს, პირობებსა და პროცედურებს;

ბ) ენერგეტიკული საწარმოებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატების მიერ მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტებს;

გ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის შექმნის წესსა და ანგარიშგების ფორმებს;

დ) ენერგეტიკული საწარმოებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატების ანგარიშგებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებ