1. ანგარიშგებისას საწარმო ვალდებულია მონაცემები აწარმოოს/დაამუშაოს შემდეგი სიზუსტით:

ა) აქტიური ელექტროენერგია:

ა.ა) კილოვატსაათი – მთელ რიცხვებში;

ა.ბ) მეგავატსაათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ა.გ) გიგავატსაათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ა.დ) ტერავატსაათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

ბ) აქტიური სიმძლავრე:

ბ.ა) კილოვატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ბ.ბ) მეგავატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ბ.გ) გიგავატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

გ) ბუნებრივი გაზი:

გ.ა) კუბ.მ - მთელ რიცხვებში;

გ.ბ) ათასი კუბ.მ - მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

გ.გ) მლნ. კუბ.მ - მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

დ) ფულადი ერთეულები:

დ.ა) თეთრი – მძიმის შემდეგ ოთხ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.ბ) ლარი – მთელ რიცხვებში;

დ.გ) ათასი ლარი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.დ) მილიონი ლარი - მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

ე) დრო:

ე.ა) წამი – მთელ რიცხვებში;

ე.ბ) წუთი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ე.გ) საათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

ვ) წონა:

ვ.ა) გრამი – მთელ რიცხვებში;

ვ.ბ) კილოგრამი - მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

ვ.გ) ტონა – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

ზ) სიგრძე/მანძილი:

ზ.ა) მეტრი - მთელ რიცხვებში;

ზ.ბ) კილომეტრი - მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

თ) სხვადასხვა:

თ.ა) პროცენტი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

თ.ბ) რაოდენობა/ერთეული – მთელ რიცხვებში;

თ.გ) ტემპერატურა (ცელსიუსი) – მთელ რიცხვებში.

თავი III

ელექტროენერგიის სექტორში საქმიანობის ანგარიშგების ფორმე