1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ხაზებთან დაკავშირებული მონაცემები:

ა.ა) მეზობელი ქვეყანა;

ა.ბ) დასახელება;

ა.გ) ძაბვის საფეხური;

ა.დ) სიგრძე საზღვრამდე;

ა.ე) სრული გამტარუნარიანობა (TTC);

ა.ვ) ექსპლუატაციაში შესვლის წელი;

ა.ზ) მფლობელი;

ა.თ) ფუნქციონირების სტატუსი;

ა.ი) კავშირის ტიპი;

ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების დასახელება, დადგმული სიმძლავრე, მიერთების ადგილისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

გ) ელექტროენერგიის გადაცემის თითოეული ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაწილებული ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის რაოდენობისა და მისი გამოყენების პერიოდების მითითებით;

დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირებისა და დაბალანსების ჯგუფებში შემავალი სუბიექტების შესახებ ინფორმაცია.

2. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) გამომუშვებული და სალტეზე გაცემული აქტიური ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა ელექტროსადგურების მიხედვით;

ბ) თითოეულ მიმწოდებელსა და საბითუმო ბაზარზე მოქმედ მსხვილ მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა;

გ) ექსპორტირებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით;

დ) ტრანზიტის მიზნით საქართველოში შემოსული და გასული ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით.

3. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტრომომარაგების წყვეტები ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შესაბამისი ელემენტის, ძაბვის საფეხურის, წყვეტის ტიპის, დასაწყისისა და დასასრულის თარიღისა და დროის და მიუწოდებელი ელექტროენერგიის მითითებით;

ბ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელიდან მოსაზღვრე ქსელებში გაცემული ელექტროენერგია ძაბვის საფეხურების მიხედვით;

გ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში მოსაზღვრე ქსელებიდან მიღებული ელექტროენერგია ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ელექტროენერგიის დანაკარგები ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) ყოველდღური მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვა, მოხმარება და სიხშირე ძაბვის საფეხურების, გეოგრაფიული ტერიტორიებისა და გადამცემი ქსელის ელემენტების მიხედვით;

ვ) ყოველდღური მაქსიმალური და მინიმალური ძაბვა 500 და 220 კვ ძაბვის საფეხურებზე;

ზ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები, NTC, ATC, ALC, NAC-ის, იმპორტის და ექსპორტის მიმართულებების მიხედვით;

თ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობების განაწილება და ფაქტობრივი გამოყენება;

ი) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების გეგმური და ფაქტობრივი საათობრივი მოხმარება, მომხმარებლებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით.

4. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით);

ბ) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, ხაზების, ანძების და სადენების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;

გ) ქვესადგურების და ტრანსფორმატორების რაოდენობა და ნომინალური და ქონებული სიმძლავრე ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ამომრთველების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული ახალი მიერთებები;

ვ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული სიმძლავრის გაზრდის მონაცემები;

ზ) ელექტროსადგურებზე დასრულებული ავარიული და მიმდინარე რემონტები:

ზ.ა) საწარმოს და ელექტროსადგურის დასახელება;

ზ.ბ) ელექტროსადგურის საწარმოო საშუალების დასახელება;

ზ.გ) რემონტის პერიოდში გაჩერებული სიმძლავრე;

ზ.დ) რემონტის დაწყების და დამთავრების თარიღები;

ზ.ე) რემონტის ფორმა, გეგმური რემონტის შემთხვევაში;

ზ.ვ) რემონტის დროს გამომუშავების დანაკარგები;

ზ.ზ) სარემონტო სამუშაოების აღწერა და ღირებულება;

თ) გადაცემული ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა, შემოსავალი დღგ-ის გარეშე გადაცემისა და მიერთების/სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან ძაბვის საფეხურების მიხედვით, ასევე სხვა შემოსავლები დღგ-ის გარეშე გადაცემის საქმიანობიდან მომდევნო საანგარიშო წლისთვის.

5. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეორე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისა