1. ამ წესების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშგება – საწარმოს მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობისა და ამ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა;
ბ) აქტიური მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელსაც საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება მოხმარება;
გ) კომისია - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
დ) კანონი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საწარმო - ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება კანონის მიხედვით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას;
ვ) საწარმოთა ელექტრონული პორტალი – კომისიაში არსებული ელექტრონული პლატფორმა, სადაც ამ წესების შესაბამისად ხდება საწარმოების რეგისტრაცია და ანგარიშგება, აგრეთვე კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა;
ზ) საანგარიშო დღე – პერიოდი დღის:
ზ.ა) 00:00 საათიდან 24:00 საათამდე - ელექტოენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის. ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედ ორგანიზებული ბაზრის ოპერატორებისთვის საანგარიშო დღე განისაზღვრება ცენტრალური ევროპის დროით;
ზ.ბ) 11:00 საათიდან მომდევნო დღის 11:00 საათამდე - ბუნებრივი გაზის სექტორში;
თ) საანგარიშო თვე – პერიოდი თვის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით;
ი) საანგარიშო კვარტალი - ყოველი წლის იანვრის თვის პირველი საანგარიშო დღიდან სამი საანგარიშო თვე;
კ) საანგარიშო წელი – პერიოდი წლის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით;
ლ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე – ნებისმიერი პირი, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმო ან საბოლოო მომხმარებელი, რომელიც დებს გარიგებებს, მათ შორის, ათავსებს განაცხადებს ან/და სატენდერო წინადადებებს ერთ ან მეტ საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით.
2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
ანგარიშგების წარდგენის პროცედუ