1. ამ თავის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში განცხადების წარდგენის უფლება აქვს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი უნდა იყოს ამ წესების №1.6 დანართის შესაბამისად.

3. საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლა, გარდა საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევისა, ხდება ამ წესების IV თავით დადგენილი წესით, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინები