1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურები (მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გარდა), დადგმული სიმძლავრის, ენერგორესურსისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;
ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები მიერთების თარიღის, გეოგრაფიული მდებარეობის, მომხმარებლის, ენერგორესურსისა და დადგმული სიმძლავრის მიხედვით;
2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:
ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროსადგურების, მათ შორის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების, ქსელის მფლობელებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;
ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელიდან გაცემული და გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროსადგურების, ქსელის მფლობელებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;
გ) ყოველდღიური მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვა, მოხმარება და სიხშირე, ძაბვის საფეხურების, გეოგრაფიული ტერიტორიებისა და გამანაწილებელის ქსელის ელემენტების მიხედვით;
დ) ელექტროენერგიის დანახარჯები (ტექნიკური და კომერციული და საკუთარი მოხმარება ქვესადგურებში) ძაბვის საფეხურების მიხედვით;
ე) ელექტროენერგიის მოხმარება და აბონენტების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით.
3. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:
ა) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით);
ბ) ელექტროენერგიის ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრა, ანალიზატორების, ძაბვის საფეხურების, მინიმალური და მაქსიმალური სიდიდეებისა და პერიოდების მიხედვით;
გ) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, ხაზების, ანძების და სადენების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;
დ) ქვესადგურების და ტრანსფორმატორების რაოდენობა და ნომინალური და ქონებული სიმძლავრე ძაბვის საფეხურების მიხედვით;
ე) ამომრთველების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;
ვ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების შესაბამისი ქსელის დასრულებული ახალი მიერთებები;
ზ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების შესაბამისი ქსელის დასრულებული სიმძლავრის გაზრდის შესახებ მონაცემები;
თ) მესამე პირების მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ელემენტებისა და შესაბამისი მფლობელის, ასევე მათი ქსელით სარგებლობისათვის გატარების საფასურის/კომპენსაციის და შესაბამისი ხელშეკრულების შესახებ მონაცემები;
ი) იჯარით გაცემული და აღებული გამანაწილებელი ქსელის ელემენტების შესახებ მონაცემები;
კ) განაწილებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა, შემოსავალი დღგ-ის გარეშე მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან ძაბვის საფეხურების მიხედვით, ასევე სხვა შემოსავლები დღგ-ის გარეშე განაწილების საქმიანობიდან მომდევნო საანგარიშო წლისთვის.
4. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;
ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეორე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისა