1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე რეგისტრირებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილეების მიერ განთავსებული განაცხადები თითოეული მონაწილის მიხედვით;

ბ) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი საბაზრო ფასი და შესაბამისი ელექტროენერგიის ოდენობა, აგრეთვე, მონაწილეების განაცხადები, რომლებიც დაკმაყოფილდა, თითოეული მონაწილის მიხედვით;

გ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასი და შესაბამისი ელექტროენერგიის ოდენობა, აგრეთვე, მონაწილეების განაცხადები, რომლებიც დაკმაყოფილდა თითოეული მონაწილის მიხედვით.

3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზ