1. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კანდიდატი გადის კვალიფიკაციის ეტაპს, რომლის მიზანია კანდიდატის ტექნიკური და საორგანიზაციო საშუალებების შესაბამისობის დადგენა ამ წესებით განსაზღვრულ პირობებსა და მოთხოვნებთან.

2. კვალიფიკაციის ეტაპზე გადამცემი სისტემის ოპერატორი ქსელის წესების შესაბამისად აფასებს კანდიდატის იმ საოპერაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ამ წესებითა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საოპერაციო და საკომუნიკაციო საშუალებების  შეფასების  მიზნებისთვის, კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და კანდიდატს შორის ელექტრონული შეტყობინებების გაცვლის საშუალებების გამართულობა.

4. იმ შემთხვევაში, თუ არ დგინდება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისობა ამ წესებით ან/და ქსელის წესებით განსაზღვრულ პირობებსა და მოთხოვნებთან, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სათანადო წერილობითი დასაბუთებით აცნობოს კანდიდატ