1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ძირითადი მომსახურება (ტრანსპორტირების მომსახურება) უნდა განახორციელოს ხარჯეფექტიანად, გამჭვირვალობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს უნდა გაუწიოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურება, რომელიც მოიცავს:
ა) სისტემით მოსარგებლის მიერ მოწოდებული ბუნებრივი გაზის მიღებას ერთ ან მეტ მიღების პუნქტში;
ბ) ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას;
გ) სისტემით მოსარგებლისათვის ბუნებრივი გაზის გაცემას მიწოდების ერთ ან მეტ პუნქტში;
დ) მიღებისა და მიწოდების პუნქტებში ყველა აუცილებელი გაზომვის განხორციელებას, ამ წესების შესაბამისად.
3. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ძირითადი მომსახურების გაწევისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის მეშვეობით, შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად