1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ტრანსპორტირების სისტემაში მიღებულ ბუნებრივ გაზზე იძენს მფლობელობას, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის საკუთრებას. ბუნებრივ გაზზე მფლობელობა მიწოდების პუნქტში გადადის შესაბამის სისტემით მოსარგებლეზე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს სისტემით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზი და არ დატვირთოს იგი რაიმე სახის ვალდებულები