1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს სისტემით მოსარგებლეების მიერ მიღების პუნქტში მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების მონიტორინგი ამ წესების დანართი №1-ის შესაბამისად. თუ ლიცენზიატისთვის ცნობილი გახდება ან დაადგენს (აღმოაჩენს), რომ სისტემით მოსარგებლეების მიერ მიღების პუნქტში მიღებისათვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლები არ შეესაბამება ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ მახასიათებლებს (არასტანდარტული ბუნებრივი გაზი), იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს, გარდა ამ მუხლის მე-6პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ, რომლისთვისაც ცნობილია, რომ მის მიერ მიღების პუნქტში მისაღები ბუნებრივი გაზი წარმოადგენს არასტანდარტულ ბუნებრივ გაზს, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს.
3. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ცნობილი გახდება, რომ მიღებისთვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზი არის არასტანდარტული, იგი ვალდებულია შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს, დაუყოვნებლივ აცნობოს:
ა) ბუნებრივი გაზის ხარისხის ის მაჩვენებლები, რომლებიც არ შეესაბამება ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებს და შესაბამისი პროცენტული განსხვავება;
ბ) ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების ნორმებთან შესაბამისობის აღდგენისათვის საჭირო სავარაუდო დრო.
4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, შესაბამის სისტემით მოსარგებლეს მიაწოდოს ინფორმაცია არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების დაკისრების თაობაზე.
5. ბუნებრივი გაზის ხარისხის მახასიათებლების ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის აღდგენის შემდეგ, ტრანსპორტირების ლიცენზიატი შესაბამის ინფორმაციას დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს.
6. ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ ეკისრება სისტემით მოსარგებლეებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, თუ მიღების პუნქტში მიღებისათვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობა აღდგენილ იქნება არასტანდარტული ბუნებრივი გაზის იდენტიფიცირებიდან 1 (ერთ) საათის განმავლობაში.
7. სისტემით მოსარგებლეები, რომელთაც ეცნობათ, რომ მათთვის მიღებისათვის განკუთვნილი, მიღების პროცესში მყოფი ან მიღებული ბუნებრივი გაზი არის არასტანდარტული, უფლება აქვთ ტრანსპორტირების ლიცენზიატს მოსთხოვონ მათთვის არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შეზღუდვა ან შეწყვეტა.
8. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ხარისხის ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მიიღოს ტექნიკურად განხორციელებადი და ეკონომიკურად გამართლებული ყველა ზომა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ზომების განხორციელება შესაძლებელია ეფექტიანად და ეს ზიანს არ მიაყენებს ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან (ოპტიმალური ხარჯებით) ოპერირებას.
9. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი მოკლებულია ბუნებრივი გაზის მახასიათებლების ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, მან უნდა:
ა) მიიღოს არასტანდარტული ბუნებრივი გაზი, თუ ის რისკის ქვეშ არ აყენებს გადამცემი სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ოპტიმალური ხარჯებით ოპერირებას; ან
ბ) შეამციროს არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების ნაკადი ან უარი თქვას ასეთი გაზის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებაზე/მიღების გაგრძელებაზე.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს და ასევე წარუდგინოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე როდესაც სისტემით მოსარგებლე უარს განაცხადებს არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებაზე, სისტემით მოსარგებლე, რომელსაც შესაბამის მიღების პუნქტთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატთან გაფორმებული აქვთ გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ თავისუფლდება ამ წესების Xთავით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
12. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების გამო ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ გაწეული ხარჯები მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია:
ა) ტრანსპორტირების სისტემის ან მისი ნაწილის გაწმენდასთან, ასევე, არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებით გამოწვეული სხვა დაზიანების აღდგენასთან;
ბ) არასტანდარტული ბუნებრივი გაზის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მიღებულ ზომებთან.
13. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატმა და შესაბამისმა სისტემით მოსარგებლეებმა თანხმობა განაცხადეს მიღების პუნქტიდან არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებაზე ან მიღების გაგრძელებაზე, ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ხარჯები დააკისროს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს.
14. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებისთანავე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიანგარიშოს მიღებული არასტანდარტული გაზის ხარისხობრივი მახასიათებლების ამ წესების დანართი №2-ით განსაზღვრულ ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის აღდგენის მიზნით მიღებულ ზომებთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივი ხარჯები და შეაფასოს ამ მიზეზით სხვა განხორციელებული ან განსახორციელებელი ქმედებები. თითოეულ შესაბამის სისტემით მოსარგებლეზე დასაკისრებელი ხარჯის სიდიდე განისაზღვრება მიღების პუნქტში აღნიშნული მოსარგებლისათვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად იმ დღეების განმავლობაში, როდესაც მიღების პუნქტში განხორციელდა არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღება.
15. თუ არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების შედეგად დაზიანდება ტრანსპორტირების სისტემა, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია დამატებითი, მათ შორის თანმდევი, ზიანისთვის შესაბამისი სისტემით მოსარგებლეებისაგან მოითხოვოს კომპენსაცია. თითოეულ სისტემით მოსარგებლეზე დასაკისრებელი კომპენსაციის სიდიდე განისაზღვრება მიღების პუნქტში აღნიშნული მოსარგებლისათვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად იმ დღეების განმავლობაში, როდესაც მიღების პუნქტში განხორციელდა არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღება. ამ პუნქტის შესაბამისად თითოეულ სისტემით მოსარგებლეზე დაკისრებული კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვარს.
16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლების გამოყენების უზრუნველსაყოფად, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეებს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში უნდა წარუდგინოს მოთხოვნა, რომელიც სულ მცირე განსაზღვრავს:
ა) მიღების პუნქტსა და დღეებს, რომლის განმავლობაშიც ტრანსპორტირების სისტემაში მიღებული იქნა არასტანდარტული ბუნებრივი გაზი;
ბ) თითოეულ მიღების პუნქტში მიღებული არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მთლიან ოდენობას და სხვა საჭირო მონაცემებს იმის დასადასტურებლად, რომ მიღებული ბუნებრივი გაზის იყო არასტანდარტული;
გ) იმ ხარჯების ანალიზსა და დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელთა კომპენსაციის უფლებაც ტრანსპორტირების ლიცენზიატს სისტემით მოსარგებლეებისგან აქვს ამ წესების მე-12 პუნქტის შესაბამისად;
დ) ტრანსპორტირების სისტემაში არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღების მიზეზების დასაბუთებას, თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის ხელმისაწვდომი ტექნიკური ინსტრუმენტები და მოწყობილობები საკმარისი იყო არასტანდარტული მახასიათებლების აღმოსაჩენად.
17. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, მიღების პუნქტში არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფორმაცია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს იმ პირებს, რომლებზეც არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებამ ზეგავლენა იქონია.
18. არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებისთვის ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მიღებული ანაზღაურება მიჩნეულია ტრანსპორტირების ძირითადი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად და აისახება ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაბამის ანგარიშზ