1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, მიწოდების პუნქტიდან სისტემით მოსარგებლისთვის ბუნებრივი გაზი გასცეს ბუნებრივი გაზის გაცემის პირობების შესაბამისად. სისტემით მოსარგებლე ვალდებულია მიიღოს აღნიშნული ბუნებრივი გაზი.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, უარი თქვას მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის სრულად ან ნაწილობრივ გაცემაზე, თუ სისტემით მოსარგებლისთვის დღის განმავლობაში მიწოდების პუნქტში გასაცემი ბუნებრივი გაზის ჯამური ოდენობა აღემატება გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ გაცემის მაქსიმალურ ოდენობას და ტრანსპორტირების ლიცენზიატის შეფასებით, აღნიშნული ზიანს მიაყენებს ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან ფუნქციონირებას ან უარყოფით გავლენას მოახდენს სხვა სისტემით მოსარგებლეებისათვის გაწეულ/გასაწევ მომსახურებაზე.
3. თუ მიერთების წერტილის გაუმართაობის გამო ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს სისტემით მოსარგებლისათვის მიწოდების პუნქტში ბუნებრივი გაზის გაცემის ვალდებულება, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გაატაროს სათანადო ღონისძიებები და არაუმეტეს 5 (ხუთი) საათის განმავლობაში მოახდინოს სისტემით მოსარგებლისთვის ბუნებრივი გაზის გაცემის აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მიწოდების პუნქტში მიერთების წერტილი არის ტრანსპორტირების ლიცენზიატის საკუთრებაში ან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მას ეკისრება ამ წერტილთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოების წარმოების ვალდებულება. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა სისტემით მოსარგებლეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა მიწოდების პუნქტის გაუმართაობის გამო. ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის დაკისრებული კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზედა ზღვარ