1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ არ მიიღოს სისტემით მოსარგებლის ბუნებრივი გაზი, თუ სისტემით მოსარგებლე სათანადოდ არ ასრულებს მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღების პირობებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ტრანსპორტირების ლიცენზიატის ბრალით.

2. ბუნებრივი გაზის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი გათავისუფლებულია მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის სრულად ან ნაწილობრივ მიღების ვალდებულებისგან, როდესაც:

ა) ტრანსპორტირების სისტემაში არსებული (ქვედა დინების) და სისტემაში მისაღები (ზედა დინების) ბუნებრივი გაზის წნევათა თანაფარდობა არ იძლევა აღნიშნული პუნქტის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების საშუალებას, ამ მიღების პუნქტში არსებული გაზომვის მოწყობილობების მინიმალური ნაკადის შეზღუდვის გათვალისწინებით;

ბ) ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ან ფორსმაჟორის გამო ტრანსპორტირების ლიცენზიატი მოკლებულია ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობას.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ არის ვალდებული დაკავშირებული სისტემიდან ბუნებრივი გაზის მიღების უზრუნველყოფის მიზნით მოახდინოს ტრანსპორტირების სისტემის მინიმალური საოპერაციო წნევის ცვლილებ