1. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი ამ წესების XIII თავით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ან სხვა სათანადო საშუალებით დაადგენს, რომ მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღება ხორციელდება ბუნებრივი გაზის მიღების მინიმალურზე დაბალი წნევით, მან ამ წესების 33-ე მუხლის მე-3- მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად შეტყობინება უნდა გაუგზავნოს თითოეულ სისტემით მოსარგებლეს, რომელთანაც გაფორმებული აქვს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება აღნიშნულ მიღების პუნქტთან დაკავშირებით.

2. მიღების პუნქტში მიღების მინიმალური წნევის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი აღნიშნულ პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღების გაგრძელებაზე;

ბ) შეამციროს აღნიშნული პუნქტის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის მიღების ნაკადი;

გ) ამ წესების X თავის შესაბამისად მიიღოს ტექნიკურად განხორციელებადი და ეკონომიკურად გამართლებული ყველა ზომა მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის პირობების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სისტემით მოსარგებლეები, რომლებსაც შესაბამის მიღების პუნქტთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატთან დადებული აქვთ გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ თავისუფლდებიან ამ წესების X თავით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.

4. თუ ადგილი აქვს მიღების პუნქტში მინიმალური მიღების წნევის მოთხოვნების დარღვევას, ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის წნევის ტექნიკურად დასაშვებ დონემდე აღდგენისათვის გაწეული ხარჯები დააკისროს შესაბამის სისტემით მოსარგებლეებს. მიღების პუნქტში მინიმალური მიღების წნევის მოთხოვნის დარღვევისთანავე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიანგარიშოს წნევის აღდგენისათვის გასაწევი ღონისძიებების ფაქტობრივი ხარჯები.  თითოეულ სისტემით მოსარგებლეზე დასაკისრებელი ხარჯის სიდიდე განისაზღვრება მიღების პუნქტში აღნიშნული მოსარგებლისათვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად იმ დღეების განმავლობაში, როდესაც მიღების პუნქტში განხორციელდა დაბალი წნევის მქონე გაზის მიღება.

5. მიღების მინიმალური წნევის დარღვევისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მიღებული კომპენსაცია წარმოადგენს ტრანსპორტირების ძირითად საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს და აისახება ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაბამის ანგარიშზ