1. სისტემით მოსარგებლეები უფლებამოსილნი არიან მიწოდების პუნქტიდან გასცენ ბუნებრივი გაზი მათ მიერ გაფორმებული გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებისა და ამ წესების მოთხოვნების დაცვით, თუ კონკრეტულ დღეს აქვთ დადასტურებული ნომინაცია ამ მიწოდების პუნქტისათვის.
2. თუ დღის განმავლობაში ერთსა და იმავე მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემა ხორციელდება რამდენიმე სისტემით მოსარგებლისთვის, იგულისხმება, რომ:
ა) აღნიშნული პუნქტიდან გაცემულ ბუნებრივ გაზს ჰქონდა ერთი და იგივე მახასიათებლები ყველა სისტემით მოსარგებლისათვის;
ბ) თითოეული სისტემით მოსარგებლისთვის აღნიშნულ პუნქტში გაიცა ბუნებრივი გაზი მოცემული დღისთვის მისთვის დადასტურებული ნომინაციის პროპორციულად, თუ ამ სისტემით მოსარგებლეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით ან დაკავშირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ