1. აქტივებისთვის, რომლებსაც არ აქვთ აქტიური ბაზარი, სამართლიანი ღირებულება შესაძლებელია დადგინდეს ბაზარზე დაკვირვებადი სხვა ამოსავალი მონაცემების (მე-2 დონის) გამოყენებით.
2. თუ აქტივის სამართლიანი ღირებულების დასადგენად გამოიყენება შიდა ფასწარმოქმნის მიდგომა, გამოყენებული შეფასების მოდელები უნდა იყოს ფინანსურ ბაზრებზე საზოგადოდ აღიარებული.
3. შეფასებისთვის გარე ფასწარმოქმნის მიდგომის გამოყენების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო ან მის მიერ დელეგირების შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტი უფლებამოსილია, განსაზღვროს სანდო, საიმედო მესამე მხარე და შეფასებაში გამოიყენოს ამ მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებული კოტირება.
4. თუ აქტიური ბაზრის არმქონე აქტივების შეფასებაში გამოიყენება მე-2 დონის ამოსავალი მონაცემები, ისინი უნდა განახლდეს რაც შეიძლება ხშირად, თუმცა სულ მცირე თვეში ერთხე