1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ბენეფიციარული მფლობელი რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
ამ მუხლის დებულება არ გამოიყენება დივიდენდის გადახდის ნაწილში.
2. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი “დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „joussanse”-ის აქციებიდან ან „joussanse”-ის უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალე მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების მიმღები არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-8 ან მე-15 მუხლის დებულებები.
4. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას დააკისროს გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან
მუხლი 11. დივიდენდები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. რეზიდენტი
- მუხლი 6. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 7. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 8. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 9. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 10. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 12. პროცენტი
- მუხლი 13. როიალტი
- მუხლი 14. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 15. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 16. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 11, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-11/