1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს:
a) საქართველოს შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს საქართველოს, მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც საქართველოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ საქართველოში არსებულ წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ;
b) არაბთა გაერთიანებული საემიროების შემთხვევაში:
b) ფიზიკურ პირს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების, მისი ნებისმიერი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ადგილობრივი მთავრობის კანონმდებლობით განიხილება ნაციონალურ პირად ;
c) ნებისმიერი პირი, გარდა ფიზიკური პირებისა, რომელსაც აღიარებს ან სხვაგვარად ცნობს არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ადგილობრივი მთავრობის კანონმდებლობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მოიცავს:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობას, პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს, ადგილობრივ ხელისუფლებას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;
b) ნებისმიერ პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მთავრობის, პოლიტიკური ქვედანაყოფის, ადგილობრივი მთავრობის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს საქმიანობაში ან ექვემდებარება მათ კონტროლს;
c) უფლებამოსილი ხელისუფლების ერთეული;
d) საპენსიო ფონდი;
e) საქველმოქმედო, რელიგიური, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულება.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილი