1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს იურისდიქციასა და სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „არაბთა გაერთიანებული საემიროები” ნიშნავს არაბთა გაერთიანებული საემიროების სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიას, მათ შორის, ტერიტორიულ წყლებს, საჰაერო და წყლისქვეშა სივრცეს, რომელთა მიმართ არაბთა გაერთიანებული საემიროები ახორციელებს თავიანთ სუვერენულ და იურისდიქციულ უფლებებს წყლის აკვატორიაზე, ზღვის ფსკერზე და წიაღზე განხორციელებული საქმიანობის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების კვლევისა და ექპლოატაციის სამუშაოებთან შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან გაერთიანებულ არაბთა საემიროებს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემით ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ფაქტობრივი ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო გემის და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
ii) არაბთა გაერთიანებული საემიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
i) ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა; და
ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ამხანაგობას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები
მუხლი 4. ზოგადი განსაზღვრებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 3. ნახშირწყალბადებიდან მიღებული შემოსავალი
- მუხლი 5. რეზიდენტი
- მუხლი 6. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 7. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 8. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 9. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 10. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 11. დივიდენდები
- მუხლი 12. პროცენტი
- მუხლი 13. როიალტი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 4, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-4/