1. ამ შეთანხმების, გარდა მე-3 მუხლის, დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადისაგან.
2. პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ტერმინი „მთავრობა“ განისაზღვრება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
i) საქართველოს მთავრობა ან თვითმმართველი ერთეულები;
ii) საქართველოს ეროვნული ბანკი;
iii) ნებისმიერი სხვა საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ქვედანაყოფები ან სტრუქტურები, რაც განსაზღვრული ან შეთანხმებული იქნა ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებების მიერ წერილების გაცვლით;
b) არაბთა გაერთიანებული საემიროების შემთხვევაში, ტერმინი „მთავრობა“ მოიცავს:
i) პოლიტიკურ ქვედანაყოფს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს, ხელისუფლების ადგილობრივ ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოს;
ii) არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ბანკს, აბუ დაბის საინვესტიციო ხელისუფლებას, აბუ დაბის განვითარების ფონდს, აბუ დაბის საინვესტიციო საბჭოს, ემირატების საინვესტიციო ხელისუფლებას, დუბაი „World ”-ს და საპენსიო ფონდს;
iii)  ნებისმიერ სხვა სტრუქტურას ან უწყებას, რომელიც შემდგომში შეიძლება შეთანხმებულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიე