1. სტუდენტის ან პრაქტიკანტის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიღებული ანაზღაურება, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, მიეხედავად ამისა, მიღებული სხვა გრანტი ან დაფინანსება არ ექვემდებარება დაბეგვრას არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. სტუდენტის ან პრაქტიკანტის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით არა უმეტეს 183 დღისა, მიერ მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს მის მიერ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში მომსახურების გაწევის შედეგად, არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ აღნიშნული მომსახურება უშუალოდ უკავშირდება მის მიერ განათლების მიღებას ან კვალიფიკაციის ამაღლება
მუხლი 21. სტუდენტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. როიალტი
- მუხლი 14. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 15. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 16. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 18. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 20. საჯარო სამსახური
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. საჯარო სამსახური და სახელმწიფო სტრუქტურები
- მუხლი 24. კაპიტალი
- მუხლი 25. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 26. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 21, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-21/