ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე და კაპიტალზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
i) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. აბუ-დაბიში 2010 წლის 24 ნოემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის არაბთა გაერთიანებული საემიროების
სახელით მთავრობის სახელით
ოქმი
ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებამოსილი პირები საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს შეთანხმდენ, რომ შემდეგი დებულებები განხილულ იქნეს შეთანხმების განუყოფელ ნაწილად:
1. მე-10 მუხლთან მიმართებაში:
აღსანიშნავია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოების ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს შორის გარიგებების გადაწერა ნებადართულია მხოლოდ ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებების წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, მიუხედავად ამისა, ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს შორის ანგარიშების გადაწერა არ არის ნებადართული, თუ გარიგებები, ამგვარ კომპანიებს შორის, განხორციელებულ იქნა ღია ბაზარზე მოქმედი პრინციპების საფუძველზე.
2. მე-14 მუხლთან მიმართებაში:
მე-14 მუხლის ინტერპრეტირებისათვის, გასათვალისწინებელია, რომ მუხლი 14.4 მოიცავს კაპიტალის მატებიდან მიღებულ იმ შემოსავალს, რომელიცაა აქციების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი ან კომპანიის შედარებითი პროცენტი, გარდა მე-14 მუხლში აღნიშნულ იმ შემოსავლისა კაპიტალის მატებიდან, რომელიც მიღებული იქნა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის, მათ შორის: სახელმწიფო საფინანსო დაწესებულებების ან ამ სახელმწიფოს საინვესტიციო კომპანიების მიერ.
რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. აბუ-დაბიში 2010 წლის 25 ნოემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე ორ დედნად. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის არაბთა გაერთიანებული საემიროების
სახელით მთავრობის სახელი